Hot line:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

საკრებულოს სხდომა 28.03.2024

25 March, 2024

28 მარტს, 12:00 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩატარდება მიმდინარე წლის რიგით მე-3 სხდომა. 

სხდომაზე განიხილავენ შემდეგ საკითხებს:

 

1. მესტიის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.

 

2.განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდული სამსახურის ანგარიში 2023 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.

 

3.მესტიის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების მოწონების შესახებ.

 

4.მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჩვაბიანში განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ.

 

5.მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების შპს „აკვაჰიდროსთვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე, მესტიის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

 

6. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის მეორე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.

 

7.მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მარგო კვანჭიანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.

 

8. მდგრადი განვითარების მიზნების მესტიის მუნიციპალური დოკუმენტის დამტკიცების შესახებ.

 

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს სხდომებზე დასწრება თავისუფალია.

Share page