სვანეთობა 2024
29 ივლისს, დაბა მესტიაში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „სვანეთობა 2024“ გაიმართება.
დაბა მესტიაში, სეტის ცენტრალურ სკვერში წარმოდგენილი იქნება მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა ტერიტორიული ერთეულის პავილიონი, სადაც გამოიფინება ადგილობრივი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები, ძველი სვანური საყოფაცხოვრებო ნივთები და სვანური ტრადიციული სამზარეულოს გამორჩეული და საუცხოო კერძები, რომლის დაგემოვნების საშუალება ექნება ყველას, ადგილობრივ თუ ჩამოსულ ვიზიტორებს.
14:00 საათზე „სვანეთობა 2024“ საზეიმოდ გაიხსნება. მუსიკალური ღონისძიების საკონცერტო ნაწილში მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ადგილობრივი ანსამბლები:
14:20 სთ - მესტიის ფოლკლორული ანსამბლი „რიჰო“
14:30 სთ - ანსამბლი „ელესა“
14:55 სთ - ბეჩოს კულტურის სახლი
15:15 სთ - ეცერის გუნდი
15:30 სთ - ანსამბლი „ნენსკრა“
კონცერტის დასასრულს დამსწრე აუდიტორიას საშუალება ექნება მოუსმინოს ქართველი ენათმეცნიერის მზექალა შანიძის სპეციალურად ამ დღისთვის ჩაწერილ ვიდეო მიმართვას.
16:20 საათზე დასახელდება მესტიის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე, რომელსაც სპეციალური ჯილდო გადაეცემა.
ღონისძიების ფარგლებში სპეციალური ჟიურის მიერ გამოვლინდება გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში.
16:40 - 18:40 სთ მუსიკალური პაუზა.
18:00 – 20:00 სთ - საღამოს დასკვნით კონცერტზე, მაყურებლის წინაშე ყველასთვის საყვარელი მომღერალი და კომპოზიტორი, ნატო გელაშვილი და ძმები ჭოხონელიძეები წარსდგებიან.