სტაჟირება მერიაში
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულია სტაჟირება შემდეგ პოზიციებზე:
⇒ ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის პროექტების მართვის განყოფილების სტაჟიორი
ადგილების რაოდენობა: 2
ფუნქციები: პროექტების შემუშავებაში დახმარება; პროექტების განხორციელების მონიტორინგი და შეფასება.
⇒ სოციალური, ჯანმრთელობის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების სტაჟიორი
ადგილების რაოდენობა: 2
ფუნქციები: მოქალაქეთა განცხადებების შესწავლა; არსებული მუნიციპალური პროგრამების განხორციელებაში დახმარების გაწევა.
⇒ ზედამხედველობისა და მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის მუნიციპალური ინსპექციის განყოფილების სტაჟიორი
ადგილების რაოდენობა: 3
ფუნქციები: მოსახლეობის კორესპოდენციების შესწავლა; კონტროლი გარე ვაჭრობაზე; მოსაკრებლების კონტროლი; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-რეაგირება.
სტაჟირების მსურველმა პირმა უნდა წარადგინოთ:
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ინფორმაცია სწავლების საფეხურის შესახებ და აკადემიური მოსწრების შესახებ;
- სამოტივაციო წერილი.
შეგახსენებთ, საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდნარეობს. სახელმწიფო დაწესებულებაში სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
- იცის სახელმწიფო ენა;
- სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში;
- შერჩევის მნიშვნელოვან კრიტერიუმად განისაზღვრება სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრება (GPA 2.8-4.0 ან/და ქულათა სისტემა – 71-100 ქულის მაჩვენებელი) – გასაუბრებისას თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება უმაღლესი მოსწრების კანდიდატებს.
განცხადებების მიღების ბოლო ვადა 08.08.2024-ია.
დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე: https://www.hr.gov.ge/ (<ვაკანსიის ძებნის> ველში, <აირჩიეთ დამსაქმებელში> მიუთითეთ მესტიის მუნიციპალიტეტის მერია).