შპს „ხუმპრერი ჰესის“ მშენებლობის და ექსპლოატაციის პროექტის გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა
გაცნობებთ, რომ 2025 წლის 6 მარტს, შპს „ხუმპრერი ჰესმა“ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხუმფრერზე 6.76 მგვტ სიმძლავრის ხუმფრერი 1 და 25.94 მგვტ სიმძლავრის ხუმფრერი 2 ჰესების კასკადის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განცხადება.
გზშ-ის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე - www.ei.gov.ge. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 15 მაისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნული პროექტის გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება: 2025 წლის 24 აპრილს, 16:00 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. დიზის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში. გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად ასევე განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე.
⇒ საჯარო განხილვის შესახებ განცხადება