Hot line:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

მდ. კასლეთზე 7.6 მგვტ სიმძლავრის კასლეთი 1 ჰესის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკრინინგის ანგარიშის განცხადება

11 June, 2025
  • გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით შპს „კასლეთი 1“-ის მიერ წარდგენილია მესტიის მუნიციპალიტეტში, მდ. კასლეთზე 7.6 მგვტ სიმძლავრის კასლეთი 1 ჰესის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკრინინგის ანგარიშის განცხადება.
  • სკრინინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე - https://ei.gov.ge/. გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები წარადგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2025 წლის 17 ივნისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge.
  • დოკუმენტს შეგიძლიათ გაეცნოთ მესტიის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ. საიტზე www.mestia.gov.ge   (საჯარო ინფორმაციის მენიუს პუნქტში) ან მიმართეთ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილებას.
Share page