ადგილობრივი მონაწილეობის გაძლიერება წყლის მართვის საკითხებში
-ადგილობრივი მონაწილეობის გაძლიერება წყლის მართვის საკითხებში
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის
- ევროპული ინტეგრაციის პროცესში
საქართველოს ვალდებულებები წყლის რესურსების მართვის მიმართულებით:
ევროდირექტივები და არსებული გამოწვევები“
- ახალი კანონმდებლობის მიმოხილვა და
მუნიციპალიტეტების როლი
ამ მნიშვნელოვანი თემების ფარგლებში პრეზენტაციას, რომელიც დღეს მესტიის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა, უძღვებოდნენ ია თიკანაძე- ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს ოფისის დირექტორი;
ნინო ჩხობაძე-საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები-საქართველო, თავმჯდომარე.
გიორგი მამულაშვილი, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის
მეგობრები-საქართველო.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, საჯარო მოხელეები, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მესტიის ოფისის წარმომადგენლები
შეხვედრის დასასრულს გაიმართა საინტერესო დისკუსია და დაიგეგმა სამომავლო თანამშროლობის ხედვები