ძაბვის ქვესადგურის „იდლიანი 500“-ის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განცხადება
გაცნობებთ, რომ 2025 წლის 25 ივლისს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა მესტიის მუნიციპალიტეტში 500/110/35/10 კვ ძაბვის ქვესადგურის „იდლიანი 500“-ის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განცხადება.
გზშ-ის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე - www.ei.gov.ge.
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
აღნიშნული პროექტის გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება: 2025 წლის 11 სექტემბერს, 16:00 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. ხაიშის თემის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში.