Hot line:+(995) 595 08 95 30

სამუშაო შეხვედრები ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების შეთანხმების მიზნით

4 March, 2026

მესტიის მუნიციპალიტეტში დაწყებულია სივრცის დაგეგმარების გეგმის განხილვის პროცესი, რომლის ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრები ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების შეთანხმების მიზნით.

შეხვედრები იმართება საკრებულოს თავმჯდომარის ბატონ მაიზერ ჯაფარიძის, მისი პირველი მოადგილის -ბატონ ზაურ ჩართოლანის და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების აქტიური ჩართულობით.

თემების წარმომადგენლები (მაჟორიტარი დეპუტატები, მერის წარმომადგენლები და მოსახლეობა) დეტალურად განიხილავენ საზღვრებთან დაკავშირებულ საკითხებს და შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ხელმოწერით ადასტურებენ თავიანთ თანხმობას საზღვრების დადგენის შესახებ.

აღნიშნული პროცესი უზრუნველყოფს სივრცითი დაგეგმარების გეგმის შეთანხმებულ და გამჭვირვალე განხილვას, ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით.

Share page