Hot line:+(995) 595 08 95 30

დევნილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო

5 March, 2026

გაცნობებთ, რომ სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაიწყო „იძულებით გადაადგილებულ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საგრანტო პროგრამის“ განხორციელება. განაცხადები მიიღება 2026 წლის 20 მარტამდე.

აღნიშნული პროგრამა ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

პროგრამა ხორციელდება საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე (გარდა თვითმმართველ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი) მცხოვრები დევნილი ქალებისთვის.

პროგრამის ფარგლებში დევნილ ქალებს, თვითდასაქმების, გადაიარაღების და საქმიანობის წამოწყების მიზნით, შეუძლიათ მოითხოვონ ნივთების (სასახელობო იარაღები-ძირითადი საშუალება) შეძენა 5 000 ლარის ფარგლებში, არაუმეტეს  10 ერთეულის ოდენობით. ამასთანავე თითო ნივთის ღირებულება უნდა იყოს ყველაზე მცირე 150 ლარის და ყველაზე დიდი 1 000 ლარის ფარგლებში.

დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით განაცხადის ფორმას, სადაც მოცემულია ინსტრუქცია და დოკუმენტების ჩამონათვალი, რაც უნდა დაერთოს განაცხადის წარდგენის შემთხვევაში.

განაცხადები მიიღება სააგენტოს ელ ფოსტაზე info@idp.gov.ge 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ მესტიის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის სამსახურს. ან დარეკეთ ნომერზე 555 322 332

 

 

განაცხადის ფორმა

საგრანტო პროგრამის შესახებ

Share page