Hot line:+(995) 595 08 95 30

საინფორმაციო შეხვედრა უსაფრთხო მიგრაციის თემაზე

29 April, 2026

მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საკომფერენციო დარბაზში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM Georgia) უსაფრთხო მიგრაციის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრას უძღვებოდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის - IOM სამეგრელო-ზემო სვანეთის კოორდინატორი - ნანა წულაია, რომელმაც ისაუბრა მიგრაციის შესაძლო გამოწვევებსა და რისკებზე.

საინფორმაციო შეხვედრა მოიცავდა შემდეგ თემებს: უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, ადამიანით ვაჭრობა/ტრეფიკინგი, უსაფრთხო/კანონიერი მიგრაცია, არალეგალური მიგრაციის რისკები, სამშობლოში დაბრუნება და რეინტეგრაცია. ასევე იყო საუბარი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამებზე, რომელიც დასაქმების შესაძლებლობებს აძლევს საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტებს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში ეწვიეთ ვებ გვერდს: www.georgia.iom.int

ან დაუკავშირდით:

ელ ფოსტა: MRCGeorgia@iom.int

ტელ: +995 577 25 11 15

Share page