Hot line:+(995) 595 08 95 30

საკრებულოს სხდომა 30.04.2026

30 April, 2026

დღეს, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩატარდა მორიგი სხდომა. დეპუტატებმა სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:

1. მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ.

2. მესტიის მუნიციპალიტეტის ბეჩოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე „გულის“ დასახლებისთვის სოფლის სტატუსის მინიჭების შესახებ შუამდგომლობის დაყენების თაობაზე.

3. მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების (შენობების) ა(ა)იპ „მესტიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანებისთვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

4. მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაცვლის ფორმით განკარგვაზე მესტიის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

5. ა(ა)იპ მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის 2026 წლის I კვარტლის საქმიანობის ანგარიშის ცნობად მიღების შესახებ.

6. ა(ა)იპ მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის ცნობად მიღების შესახებ.

7. ა(ა)იპ მესტიის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის ცნობად მიღების შესახებ.

8. მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.

Share page