Hot line:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

ბეჩო-ტურბაზა-შიხრას 7კმ-იანი საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

10 April, 2019

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჩო-ტურბაზა-შიხრას საავტომობილო გზის  კმ1-კმ7 მონაკვეთის დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოები შესყიდვაზე.

ტენდერი შეგიძლიათ იხილოთ სახელმწიფო შესყიდვების სააგანტოს ოფიციალური ვებ. გვერდზე  www.tenders.procurement.gov.ge  (განცხადების ნომერი-NAT190006387).

ტენდერი გამოცხადებულია მიმდინარე წლის 28 მარტს. წინადადებების მიღება  დაიწყება 27 აპრილს და დასრულდება 2 მაისს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 2 356 918 (ორი მილიონ სამას ორმოცდათექვსმეტი ათას ცხრაას თვრამეტი) ლარი.

სამუშაოების მოწოდების ვადაა ხელშეკრულების  გაფორმებიდან 7 თვე.

ძირითადი ჩასატარებელი სამუშაოთა სახეობებია:

  • მოსამზადებელი სამუშაოები;
  • მიწის ვაკისის მოწყობა;
  • ხელოვნური ნაგებობები;  
  • საგზაო სამოსის მოწყობა;
  • გზის კუთვნილება და მოწყობილობა.

სამუშაოებში შემსრულებლის მიერ გამოყენებელ მასალებს და კონსტრუქციებს უნდა ჰქონდეს პასპორტი ან სერთიფიკატები. მათი ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებსა და სამშენებლო ნორმებს.

Share page