ბეჩო-ტურბაზა-შიხრას 7კმ-იანი საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჩო-ტურბაზა-შიხრას საავტომობილო გზის კმ1-კმ7 მონაკვეთის დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე.
ტენდერი შეგიძლიათ იხილოთ სახელმწიფო შესყიდვების სააგანტოს ოფიციალური ვებ. გვერდზე www.tenders.procurement.gov.ge (განცხადების ნომერი-NAT190006387).
ტენდერი გამოცხადებულია მიმდინარე წლის 28 მარტს. წინადადებების მიღება დაიწყება 27 აპრილს და დასრულდება 2 მაისს.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 2 356 918 (ორი მილიონ სამას ორმოცდათექვსმეტი ათას ცხრაას თვრამეტი) ლარი.
სამუშაოების მოწოდების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 თვე.
ძირითადი ჩასატარებელი სამუშაოთა სახეობებია:
- მოსამზადებელი სამუშაოები;
- მიწის ვაკისის მოწყობა;
- ხელოვნური ნაგებობები;
- საგზაო სამოსის მოწყობა;
- გზის კუთვნილება და მოწყობილობა.
სამუშაოებში შემსრულებლის მიერ გამოყენებელ მასალებს და კონსტრუქციებს უნდა ჰქონდეს პასპორტი ან სერთიფიკატები. მათი ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებსა და სამშენებლო ნორმებს.