ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 +(995) 599 85 55 25 მიმდინარეობს საიტის განახლება
საკრებულოს თავმჯდომარე
საკრებულო

საკრებულოს თავმჯდომარე

სახელი, გვარი:

მაიზერ ჯაფარიძე

არჩევის ფორმა

მაჟორიტარული

პარტიულობა

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

  

საქმიანობა საკრებულოში

საკრებულოს თავმჯდომარე

პირადი ინფორმაცია

დაბადების თარიღი:

05.01. 1971

დაბადების ადგილი:

მესტია

ოჯახური მდგომარეობა

დაოჯახებული

 

განათლება:

უმაღლესი

სასწავლებელი:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

სპეციალობა:

საშახტო და მიწისქვეშა მშენებლობასამთო ინჟინერ-მშენებელი

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელეფონი, ფაქსი:

599.85.55.40.

ელ-ფოსტა:

mr.maizer@gmail.com

შრომითი საქმიანობა

1998-2001 - მესტიის კომუნალური მეურნეობადირექტორის მოადგილე

2001-2004- მესტიის კომუნალური მეურნეობა-დირექტორი

2004-2007- შპს ალიონი 99- ინჟინერ მშენებელი

2010-2011- შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგებამესტიის ფილიალის მენეჯერი

2011-2012- შპს ნიუ ენერჯიინჟინერ მშენებელი

2012-2014- მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობაგამგებლის მოადგილე

2014-დან დღემდემესტიის მუნიციპალიტეტის  საკრებულოსაკრბეულოს თავმჯდომარე

 

საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება

 

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

მუხლი 35. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება

 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე:

 ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს, წარმართავს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე დახურულად აცხადებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას;

 ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში წესრიგის დაცვას;

 გ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი პროცედურების დაცვას;

 დ) ადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;

 ე) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;

 ვ) კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების მუშაობას;

 ზ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

 თ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების წარდგინებით მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში იწვევს ექსპერტებსა და სპეციალისტებს; მათთან დებს და აუქმებს ხელშეკრულებებს;

 ი) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებებს, განკარგულებებსა და სხდომების ოქმებს;

 კ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებს;

 ლ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგენს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს;

 მ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის დებულებას და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებას;

 ნ) ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

ო) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა წახალისებისა და საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;

 პ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოში პირის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ;

 ჟ) ახორციელებს ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე.