საინფორმაციო შეხვედრა პროექტ GRETA-ს ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით
დღეს მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის კულტურის ცენტრში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირთან, შვედეთთან და ავსტრიასთან ერთად პროექტ GRETA-ს ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით.
ღონისძიებას ესწრებოდა საპატიო სტუმარი, ავსტრიის ელჩი - ბნ. არად ბენკო.
შეხვედრაზე ინტერაქტიულ რეჟიმში განხილული იქნა ინფორმაცია ტურიზმის განვითარების შესახებ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის თემაზე და დაინტერესებულ პირებს ყველა შეკითხვაზე გაეცათ ამომწურავი პასუხი.
ამავე დღეს, ზემო სვანეთის LAG-ს, CARE Austria-სა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას შორის თანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა, რაც მესტიის მუნიციპალიტეტში კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს!
ტურიზმის განვითარების საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია : https://europa.eu/!hC48yf
პირველადი სააპლიკაციო ფორმა: https://bit.ly/3iGeWAO