საინფორმაციო შეხვედრა პროექტ GRETA-ს ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით

10 ივლისი, 2020

დღეს მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის კულტურის ცენტრში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირთან, შვედეთთან და ავსტრიასთან ერთად პროექტ GRETA-ს ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით.

ღონისძიებას ესწრებოდა საპატიო სტუმარი, ავსტრიის ელჩი - ბნ. არად ბენკო.

შეხვედრაზე ინტერაქტიულ რეჟიმში განხილული იქნა ინფორმაცია ტურიზმის განვითარების შესახებ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის თემაზე და დაინტერესებულ პირებს ყველა შეკითხვაზე გაეცათ ამომწურავი პასუხი.

ამავე დღეს, ზემო სვანეთის LAG-ს, CARE Austria-სა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას შორის თანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა, რაც მესტიის მუნიციპალიტეტში კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს!

 

ტურიზმის განვითარების საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია : https://europa.eu/!hC48yf

პირველადი სააპლიკაციო ფორმა: https://bit.ly/3iGeWAO

გააზიარე