შსს მომსახურების სააგენტოს ვიზიტი მესტიაში
მოქალაქეთა საყურადღებოდ!
21 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით, დაბა მესტიის პოლიციის შენობაში, სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო განახორციელებს შემდეგ მომსახურებას:
სატრანსპორტო საშუალებების (ავტომანქანები, მოტოციკლები, ტრაქტორები, მისაბმელები, ნახევარმისაბმელები) განბაჟება, რეგისტრაცია;
ძველი სახელმწიფო ნომრების შეცვლა;
იარაღის (სანადირო თოფი, კარაბინი, პისტოლეტი და ა. შ.) რეგისტრაცია;
ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა;
მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდა, მართვის მოწმობების შეცვლა და დაკარგულის აღდგენა.
სსიპ საქართველოს შსს
მომსახურების სააგენტო