შსს მომსახურების სააგენტოს ვიზიტი მესტიაში

9 ივნისი, 2021

მოქალაქეთა საყურადღებოდ!

21 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით, დაბა მესტიის პოლიციის შენობაში, სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო განახორციელებს შემდეგ მომსახურებას:

✔️ სატრანსპორტო საშუალებების (ავტომანქანები, მოტოციკლები, ტრაქტორები, მისაბმელები, ნახევარმისაბმელები) განბაჟება, რეგისტრაცია;

✔️ ძველი სახელმწიფო ნომრების შეცვლა;

✔️ იარაღის (სანადირო თოფი, კარაბინი, პისტოლეტი და ა. შ.) რეგისტრაცია;

✔️ ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა;

✔️ მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდა, მართვის მოწმობების შეცვლა და დაკარგულის აღდგენა.

სსიპ საქართველოს შსს

მომსახურების სააგენტო

გააზიარე