საკრებულოს თავმჯდომარე
სახელი, გვარი: | მაიზერ ჯაფარიძე |
არჩევის ფორმა: | მაჟორიტარული |
პარტიულობა: | ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო |
საქმიანობა საკრებულოში | |
საკრებულოს თავმჯდომარე | |
პირადი ინფორმაცია | |
დაბადების თარიღი: | 05.01. 1971 |
დაბადების ადგილი: | მესტია |
ოჯახური მდგომარეობა | |
დაოჯახებული | |
განათლება: | უმაღლესი |
სასწავლებელი: | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
სპეციალობა: | საშახტო და მიწისქვეშა მშენებლობა, სამთო ინჟინერ-მშენებელი |
საკონტაქტო ინფორმაცია | |
ტელეფონი, ფაქსი: | 599.85.55.40. |
ელ-ფოსტა: | mr.maizer@gmail.com |
შრომითი საქმიანობა | |
1998-2001 - მესტიის კომუნალური მეურნეობა- დირექტორის მოადგილე 2001-2004- მესტიის კომუნალური მეურნეობა-დირექტორი 2004-2007- შპს ალიონი 99- ინჟინერ მშენებელი 2010-2011- შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგება- მესტიის ფილიალის მენეჯერი 2011-2012- შპს ნიუ ენერჯი- ინჟინერ მშენებელი 2012-2014- მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა- გამგებლის მოადგილე 2014-დან დღემდე- მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო- საკრებულოს თავმჯდომარე |
საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
მუხლი 35. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე:
ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს, წარმართავს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე დახურულად აცხადებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში წესრიგის დაცვას;
გ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი პროცედურების დაცვას;
დ) ადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;
ე) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
ვ) კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების მუშაობას;
ზ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
თ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების წარდგინებით მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში იწვევს ექსპერტებსა და სპეციალისტებს; მათთან დებს და აუქმებს ხელშეკრულებებს;
ი) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებებს, განკარგულებებსა და სხდომების ოქმებს;
კ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებს;
ლ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგენს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს;
მ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის დებულებას და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებას;
ნ) ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ო) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა წახალისებისა და საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;
პ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოში პირის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ;
ჟ) ახორციელებს ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე.