"The best in English"

18 აპრილი, 2019

12 აპრილს, მესტიის მესამე საჯარო სკოლაში (დირექტორი ნათია გოშთელიანი), წვირმის საჯარო სკოლის პედაგოგის ქალბატონ სოფია ქუხილავას ინიციატივით ჩატარდა ინგლისური ენის კონკურსი "The best in English", რომელშიც მესტიის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე მონაწილე სკოლების პედაგოგები, მესტიის რესურსცენტრის ხელმძღვანელი დარეჯან ნიგურიანი, რომელიც ყველა საინტერესო წამოწყების მხარდამჭერია ჩვენს რეგიონში. მოსწავლეებმა პირველ ეტაპზე უპასუხეს ათ შეკითხვას,მეორე ეტაპზე წარმოადგინეს მაკეტის პრეზენტაცია ჰარი პოტერიდან. ჟიურის კომპეტენტური წევრები იყვნენ -ქალბატონები ელენე განაია და ნატო გვარლიანი.
ქულათა ჯამური რაოდენობით გამარჯვებული გახდა წვირმის საჯარო სკოლა, რომელიც დაეუფლა გარდამავალ თასს და მიიღო გამარჯვების დამადასტურებელი სიგელი.ყველა მონაწილე სკოლას კი გადაეცა მონაწილეობის დამადასტურებელი სიგელი.
ვულოცავთ წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მათ პედაგოგს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.

გააზიარე