წინასაახალწლო ზეიმი მესტიაში
24 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ორგანიზებით მესტიაში წინასაახალწლო ზეიმი გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში სეტის მოედანზე მოეწყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. განთავსდა ხის საახალწლო სახლები, სადაც ყველა სტუმარს შეეძლო დაეგემოვნა ცხელი სასმელი და როგორც სვანური ასევე ქართული კერძები. ბავშვებისთვის წარმოდგენილი იყო სხავდასხვა უფასო ნუგბარი.
მესტიაში მთელი დღის განმავლობაში საახალწლო განწყობა იყო შექმნილი.
გაიმართა სხვადასხა გასართობი აქტივობები, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვის იყო გათვლილი.
დამდეგი ახალი წელი პატარებს თოვლის ბაბუამ ლამაზი სურვილებით მიულოცა და საჩუქრებით გაახარა.
საღამოს საკონცერტო ნაწილი დაეთმო ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლს
,,რიჰო"-ს. წინასაახალწლო ღონისძიება ანსამბლ „ბანი“ -ს და ჯგუფი რეზო და ბავშვების გალა კონცერტით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა