ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

ევროპის დღე-2019

29 მაისი, 2019

23 მაისს, მესტიის ცენტრში, სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, წელს მეშვიდედ გაიმართა „ევროპის დღე-2019“. ღონისძიების ფარგლებში, მერიის შენობის მიმდებარედ მოეწყო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მეწარმეებისა და კოოპერატივების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და ევროპის დღისადმი მიძღვნილი ნახატებისა და პოსტერების გამოფენა. ასევე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ მოეწყო საინფორმაციო კუთხე, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების, ევროკავშირის შესახებ გავრცელებული მითებისა და რეალობის შესახებ ინფორმაციას. ჩატარდა გარბენი „ევროპის დღეების თასი“, და კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით. 
„ევროპის დღე-2019“-ს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ქალბატონი ნინო ვიბლიანი და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროში ანა ცანავაესწრებოდნენ. მესტიას ასევე სტუმრობდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც, რომლებმაც ასევე მოაწყვეს საინფორმაციო კუთხე.
ღონისძიების დასასრულს, გარბენის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ გარდამავალი თასით, მედლებითა და სიგელებით. ნახატების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეებს კი გადაეცათ სიგელები. 
ღონისძიება გაიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებითა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.
ევროპის დღეების მიზანია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა.

გააზიარე