გრძელდება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების 2024 წლის ბიუჯეტის პროექტების განხილვა
საკრებულოში გრძელდება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების 2024 წლის ბიუჯეტის პროექტების განხილვა. დღეს კომისიებმა მოუსმინეს ა.ა.ი.პ „მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანება“-ს, ა.ა.ი.პ „მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი“-ს და ა.ა.ი.პ „მესტიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“-ს ხელმძღვანელებს.