ლენჯერის ტერიტორიულ ერთეულში, ლაშთხვერის სამანქანო გზის რეაბილიტაცია იწყება

28 აპრილი, 2021

მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის ტერიტორიულ ერთეულში, ლაშთხვერის სამანქანო გზის რეაბილიტაცია იწყება. სარეაბილიტაციო მონაკვეთი მოიცავს ცენტრალური გზიდან სოფ. ლაშთხვერის და სოფ. ქაშვეთის გზის 863 მეტრიან მონაკვეთს.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა  588 531 (ხუთას ოთხმოცდარვა ათას ხუთას ოცდათერთმეტი) ლარი.

გზის სავალ ნაწილზე მოეწყობა არმირებული ცემენტობეტონის საფარი. წყლის აცილების მიზნით საპროექტო მონაკვეთის ყოველ 200 მეტრზე მოეწყობა ლითონის ცხაურით დახურული კიუვეტები.

სამშენებლო სამუშაოებს შეასრულებს ელექტრონული ტენდერში (NAT210004002) გამარჯვებული კომპანია შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა

„მშენებლობის კასპიისპირეთის სამმართველო“. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა განხორციელდეს 2022 წლის 30 იანვრამდე.

გააზიარე