ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

მერიის ინიციატივა ლეხზირის ხეობაში მდებარე მწვერვალისთვის სახელდების შესახებ

21 ივნისი, 2022

მოგახსენებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2022 წლის 30 მაისს, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ შემოიტანა ინციატივა გეოგრაფიული ობიქტისთვის:  მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ლეხზირის ხეობაში მდებარე „სამხრეთ სვეტღარი“-ს მწვერვალს (გეოგრაფიული კოორდინატები: X: 321923; Y: 4777078; სიმაღლე ზღვის დონიდან 3886 მეტრი) მიენიჭოს სახელი „იაპონია“.

აღნიშნული საკითხი გახლავთ მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის და საქართველოში იაპონიის საელჩოს ერთობლივი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული მეგობრობის გაძლიერებას.

საქართველოსა და იაპონიის დიპლომატიურ ურთიერთობას 2022 წელს უსრულდება 30 წელი. ამ წლების მანძილზე ორმა ქვეყანამ განავითარა ურთიერთობები პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში.

შეგახსენებთ, რომ იაპონიას მესტიის განვითარებაშიც აქვს წვლილი შეტანილი. კერძოდ, იაპონიის საელჩოს საქართველოში დაფინანსებით შესაძლებელი გახდა მესტიაში შექმნილიყო სარეაბილიტაციო ცენტრი სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებისთვის, რომელიც 2019 წლიდან ფუნქციონირებს.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის კომისიაში აღნიშნულ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ჩატარდება მოსახლეობასთან შეხვედრა და საკითხის საჯარო განხილვა. შეხვერდის თარიღი მოსახლეობას სოციალური ქსელის საშუალებით წინასწარ ეცნობება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრების წარმოდგენა მოქალაქეებს ერთი თვის განმავლობაში შეუძლიათ, როგორც ელექტრონული: mestiasakrebulo@gmail.com-ზე, ასევე წერილობითი ფორმით მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში - მის: დ.მესტია, სეტის მოედანი N1, 1-ლი სართული.

გააზიარე