მერის ინიციატივა ლენჯერის 2 ქუჩისთვის სახელების მინიჭების თაობაზე

30 ოქტომბერი, 2019

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივა სახელწოდების არ მქონე ორი გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელების მინიჭებაზე.

საავტომობილო გზის მონაკვეთს, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო მნიშვნელობის ცენტრალურ მაგისტრალს და მისი საწყისი წერტილია მუხრან შუკვანის ქუჩის დასაწყისი, კოორდინატებით 310562;4766764, ლენჯერის შემოსასვლელამდე (საბოლოო წერტილის კოორდინატები 311403;4767043), ეწოდოს ლეო ფილფანის სახელი.

მეორე ობიექტს, რომელსაც ასევე უნდა მიენიჭოს სახელი მდებარეობს ლენჯერის ტერიტორიულ ერთეულში, საწყისი წერტილია მუხრან შუკვანის ქუჩა (კოორდინატებით 312465;4767606) გაივლის სოფელ ლაშთხვერს და მთავრდება სოფელ ქაშვეთის ბოლოში (საბოლოო წერტილის კოორდინატები 311937;4766863) ეწოდოს შამილ ფილფანის სახელი.

ამჟამად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, კერძოდ
საპროცედურო კომისიის მიერ, მიმდინარეობს აღიშნული საკითხის შესწავლა-განხილვა.
ინიციატივასთან დაკავშირებით მოქალაქეებს შეხედულებების ოფიციალურად წარმოდგენა შეუძლიათ 8 ნოემბრამდე, ოფიციალურ ვებ გვერდზე mestia.gov.ge   ან მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საოქმო განყოფილებაში(მანონი რატიანი), პრეს სამსახურში (ირმა ჯაჭვლიანი), ასევე საპროცედურო საკითხთა კომისიაში (თავმჯდომარე შორენა ცინდელიანი) , რის შემდეგაც სხდომა განიხილავს წარმოდგენილ მოსაზრებებს და მიიღებს გადაწყვეტილებას.

გააზიარე