slot togel bandar togel online მესტიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა - მესტიის მუნიციპალიტეტი
ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

მესტიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა

8 დეკემბერი, 2023

6 დეკემბერს, მესტიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მაჩვენებლები და პრიორიტეტები დამსწრე საზოგადოებას, მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ ნავერიანმა გააცნო.

მომხსენებლის განმარტებით, 2024 წლის ბიუჯეტის შემოსულობები 21 563 400 ლარს შეადგენს. აქედან საგადახდო შემოსავლები შეადგენს 91%-ს, სხვა შემოსავლები 8 %-ს და მიზნობრივი ტრანსფერი 1%-ს.

მესტიის მუნიციპალიტეტის გადასახდელები პროცენტულად პრიორიტეტების მიხედვით შემდეგნაირად არის გადანაწილებული:

  • ინფრასტრუქტურა 17% - მუნიციპალურ გზების შეკეთება რეკონსტრუქციის ხარჯები, გარე განათების და წყლის სისტემების ხარჯები, მოედნების და სკვერების კეთილმოწყობის ხარჯები და სხვა;
  • გარემოს დაცვა 8% - დასუფთავების ხარჯები, გამწვანების ხარჯები და სხვა;
  • განათლება 10% - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირების და მშენებლობის ხარჯები, საშუალო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირება და სხვა;
  • კულტურა და სპორტი 16%: სამუსიკო და სპორტული სკოლების ხარჯები, ახალგაზრდული პროგრამების ხარჯები და სხვა;
  • ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 11% - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხარჯები, ფულადი სოციალური დახმარებები მკურნალობაზე, სხვადასხვა სოციალური ხასიათის მუნიციპალური პროგრამები;
  • მმართველობა 14% და საერთო დანიშნულების ხარჯები 24 %.


ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე, საკრებულოს წევრები, მერიის და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წარმომაგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.

მოსახლეობასთან ბიუჯეტის განხილვა შემდგომშიც გაგრძელდება და უკვე კორექტირებულ ბიუჯეტს საკრებულო დეკემბრის ბოლომდე დაამტკიცებს.

მესტიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ხელმისაწვდომია საიტზე http://mestia.gov.ge/ge/node/1601/

img_5815_2.jpg (900×600)

img_5827.jpg (900×734)

 

 

 

 

გააზიარე