ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის მიმართვა მოსახლეობას!!!

13 აპრილი, 2020

✔️"პირველ რიგში მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების მიმართ, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ამ ყველასთვის მძიმე დროს, გამოჩენილი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამო!
✔️დღეს, ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაერთიანებს, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნათესავებს და ვიზრუნოთ ერთმანეთზე, რაც ჩვენს ქვეყანაზე ზრუნვას ნიშნავს.
✔️ამ მძიმე ვითარებაში, როდესაც ჩაკეტილია სახელმწიფო საზღვრები, ჩვენ მთავარ მიზნად უნდა დავისახოთ საგაზაფხულე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება, შევქმნათ წარმოება, რომ შევძლოთ და ჩავანაცვლოთ იმპორტირებული პროდუქტი, ადგილობრივი ბიო ნაწარმით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ოჯახების კეთილდღეობისთვის და დიდ დახმარებას გაუწევს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ გამოთქვა მზაობა და შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერი გაკეთდება სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად.
✔️დღეს ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად ადგილობრივი წარმოება სჭირდება, ამ პროცესში კი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მესტიის მუნიციპალიტეტის როლი და ჩართულობა.
✔️დარწმუნებული ვარ, რომ ურთიერთ თანადგომით, ისევ შევძლებთ შევასრულოთ ის მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც ისტორიულად ყოველთვის ვასრულებდით ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!"

გააზიარე