slot togel bandar togel online "მულხურა ჰესის" გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) პროცედურა - მესტიის მუნიციპალიტეტი
ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

"მულხურა ჰესის" გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) პროცედურა

25 დეკემბერი, 2024

გაცნობებთ, რომ 2024 წლის 19 დეკემბერს შპს „აი ჯი ენერჯიმ“ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა 40.2 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის „მულხურა ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტთან დაკავშირებით დამატებითი განცხადებები. გზშ-ის ანგარიშის დამატებითი განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე - www.ei.gov.ge. 

დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის დამატებით განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

 

გააზიარე