მესტიის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ვაკანსიებს
მესტიის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:
✔განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი
✔ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი
✔შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი
✔ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსი
✔ადამიანური რესურსების მართვის უფროსი სპეციალისტი
✔იურიდიული განყოფილების უფროსი სპეციალისტი
ვაკანსიები შეგიძლიათ იხილოთ საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.hr.gov.ge
ვებ–გვერდის მეშვეობით საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, ონლაინ გააკეთოს განაცხადი ნებისმიერ ვაკანსიაზე, მიიღოს მონაწილეობა კონკურსში და დაიწყოს კარიერა საჯარო სამსახურში.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 20 აპრილი.
გისურვებთ წარმატებებს!