ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში

10 ივნისი, 2019

6 ივნისს, მესტიას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელი ანა ცანავა და საინფორმაციო ცენტრის მიერ მოწვეული ექსპერტი ირაკლი ტაბლიაშვილი ეწვივნენ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, პედაგოგებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ჩაატარეს საინფორმაციო სახის შეხვედრა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების შესახებ. მოწვეულმა ექსპერტმა ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და ევროპულ ღირებულებებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებით ევროკავშირში ინტეგრაციაზე და ნატოში გაერთიანების პერსპექტივაზე. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
პროექტი „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“ დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ. პროექტი 18 თვე გაგრძელდება და იგეგმება საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ბიუროების გაძლიერება და გაფართოვება. 
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საინფორმაციო ცენტრმა ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის სწორად ინფორმირებულობის და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო.
პროექტის ფარგლებში შეხვედრები, მრგვალი მაგიდის დისკუსიები და სემინარები გაიმართება რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში.

გააზიარე