ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

დაბა მესტიაში სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო

2 აგვისტო, 2019

სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტის ისტორიაში, პირველად, საშუალება გეძლევათ მონაწილეობა მიიღოთ, მესტიის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში და თავად გადაწყვიტოთ თუ რაში დაიხარჯება პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა - 50 000 ლარი.

პროექტი ხორციელდება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განვითარების თანამშრომლობის პროგრამისა და სოლიდარობის ფონდი PL საქართველოს ხელშეწყობით.

თუ ფაქტობრივად ცხოვრობ დაბა მესტიაში, უკვე შეგისრულდა 14 წელი და გაქვს სურვილი შენი პროექტით წვლილი შეიტანო დაბა მესტიის განვითარებაში, „სამოქალაქო ბიუჯეტი - მესტიაში“ გაძლევთ  საშუალებას, სურვილის შემთხვევაში, ჩამოტვირთოთ სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის განაცხადის ფორმა და წარმოადგინოთ თქვენი იდეა.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე