ურბანული განვითარების კომისიის სხდომა
დღეს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის სხდომა ჩატარდა. კომისიის წევრებმა განიხილეს შპს "გის და საკონსულტაციო ცენტრ გეოგრაფიკის" მიერ მომზადებული მულახის თემის სოფლების - ჭოლაში, არცხელი, ზარდლაში, ლახირი, მურშკელი, ჟაბეში, ჟამუში, ღვებრა, ჩვაბიანი და ცალდაშის ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესებისა და განაშენიანების გეგმების დამტკიცების საკითხი, რომელსაც თან ერთვის მულახის ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებლების მხრიდან წარმოდგენილი ხელმოწერილი თანხმობის ფორმები.
კომისიის თავმჯდომარისა და წევრების გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკითხი შემდგომი რეაგირებისთვის გატანილ იქნება საკრებულოს სხდომაზე,