ცხუმარის და ეცერის ტერიტორიული ერთეულში ტყის მასივი იწვის
ცხუმარის და ეცერის ტერიტორიული ერთეულში რამდენიმე ჰექტრამდე ტყის მასივი იწვის. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ასევე ადგილობრივი მოსახლეობა. ძლიერი დაკვამლიანების და რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო გართულებულია ხანძრის ჩაქრობის პროცესი.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით ხანძარი წუხელ ღამე გაჩნდა. მზიანი ამინდების და ტყეში გამხმარი ფოთოლის დიდი რაოდენობის გამო ცეცხლი ადვილად ვრცელდება .
ხანძრის კერები რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული დასახლებული ადგილიდან და ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე იმყოფებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები დავით ფარცვანია და ნინო ვიბლიანი.