ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

ეცერის თემის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

20 ნოემბერი, 2019

მესტიის მუნიციპალიტეტში ცხუმარისა და ეცერშის ტყეებში არსებული ხანძრები ლიკვიდირებულია.  ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში სულ 140-მდე მეხანძრე-მაშველი იღებდა მონაწილეობას. მობილიზებული იყო შესაბამისი ტექნიკა. ადგილზე ასევე მუშაობდა რეგიონული სატყეო სააგენტოს 30-მდე თანამშრომელი. ამ დროისთვის ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა მადლობა გადაუხადა სახანძრო-სამაშველო სამსახურის თითოეულ თანამშრომელს ვინც თავდაუზოგავად შრომობდა ამ შედეგის მისაღწევად, ასევე სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ლაშა თვაურს, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა პროცესს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.  "მადლობა სახანძროს მესტიის ხელმძღვანელობას, თითოეულ ადგილობრივ მოსახლეს, რომელთა ჩართულობა და მონაწილეობა ამ პროცესში მნიშვნელოვანი იყო." -განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

 

გააზიარე