მდ. ლახამულაზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 13 ნოემბრის N 2-1086 ბრძანების საფუძველზე მესტიის მუნიციპალიტეტში,
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-7)
ზუგდიდი-ჯვარი- მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ 102-ზე მდ. ლახამულაზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე
სკოპინგის დასკვნა გაიცა.
სკოპინგის დასკვნის გასაცნობად ჩამოტვირთეთ თანდართული ფაილი.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში
(თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მხარის მიერ მისი ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.