ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

დაბა მესტიაში ახალი სხკვერი გაიხსნა

9 დეკემბერი, 2022

დაბა მესტიაში თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

სკვერის მოწყობისთვის მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმარველობის ბიუჯეტიდან დაიხარჯა 258 516 ლარი.

პროექტის ფარგლებში მოეწყო სპორტული ტრენაჟორების მოედანი და საბავშვო გასართობი ატრაქციონები. მოედნებზე დაიგო კაუჩუკის სპეციალური ფილები, ხოლო სპორტული ტრენაჟორების მოედანზე მოეწყო ლითონის კონსტრუქცია და გადაიხურა პროფფენილით.

სკვერში მოეწყო დეკორატიული ფანტანი, განათებები. განთავსდა ასევე მოსასვენებელი სკამები და სანაგვე ურნები, სკვერი შემოღობილ იქნა ლითონის კონსტრუქციის ღობით.

სამშენებლო სამუშაოები შეასრულა ელექტრონულ ტენდერში (NAT210011092) გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „ბერმუხამ“.

გააზიარე