ტრენინგ-კურსი თემაზე "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ სოფლად ბიზნესი"
დღეს, მესტიის მუნიციპალიტეტის თვითმართველობის სააქტო დარბაზში, სახელმწიფო პროექტების შესახებ ინფორმაციის გაზიარების და მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლების მიზნით, ჩატარდა სასწავლო/ტრენინგ-კურსი თემაზე „როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ სოფლად ბიზნესი“.
მიკრო გრანტების პროგრამა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა, სსიპ აწარმოე საქართველოში და სსიპ სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შეიმუშავა.
ტრენინგს უძღვებოდნენ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელი- თინათინ ოდილავაძე, სსიპ ,,აწარმოე საქართველოს" პროგრამის მენეჯერი გიორგი კვარაცხელია და დეპარტამენტის უფროსი-ანა უგულავა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები, ახალბედა მეწარმეები, ბიზნესის დაწყების მსურველები, რომელთაც საშუალება ეძლევათ ასევე მიიღონ ინდივიდუალური კონსულტაციები ბიზნეს-გეგმებთან დაკავშირებით.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მიკრო და მცირე მეწარმეებს დაიწყონ ან განავითარონ საკუთარი ბიზნესი სახელმწიფოს მხარდაჭერით.
ცხელი ხაზი დეტალური ინფორმაციისაათვის: 15 25