მასწავლებელთა რაიონული კონფერენცია
დღეს,ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში „საუკეთესო პრაქტიკა“ ,სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, მესტიის მუნიციპალიტეტის დირექტორთა და მასწავლებელთა რაიონული კონფერენცია.
კონფერენციაზე მესტიის მუნიციპალიტეტის პედაგოგებმა წარმოადგინეს კომპლექსური დავალებების პრეზენტაცია „საუკეთესო პრაქტიკა“
კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა
✔2022-2023 სასწავლო წელს ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში საინტერესო პედაგოგიკური პრაქტიკის გამოვლენა და საუკეთესო პროფესიული გამოცდილების გაზიარება კოლეგებისათვის,
✔კომპლექსური დავალების, როგორც პედაგოგიკური ინსტრუმენტის ანალიზი;
✔ მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება;
✔ინოვაციური მეთოდების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა;
ღონისძიების ორგანიზატორები გახლდათ რესურსცენტრის ხემძღვანელი ქალბატონი დარეჯან ნიგურიანი და ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების კოორდინატორი ქალბატონი ანა აბესაძე
ღონისძიების ბოლოს კონფერენციაში მომხსენებლად მონაწილეებზე გაიცა დამადასტურებელი სერტიფიკატი.