იმუნიზაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია
მესტიის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, დღეს, მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა შეხვედრა თემაზე ,,იმუნიზაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის მხარდაჭერა ქალაქებსა და სოფლებში"
შეხვედრას ესწრებოდნენ მესტიის პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ სოფელთა სკოლის ექიმები, თემების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა წარმომადგენლები.
შეხვედრა გახსნა მესტიის საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა ნია ბჟალავამ.
შეხვედრას უძღვებოდნენ საქართველოს გაეროს ასოციაციის წარმომადგენელი ზურაბ ალხანიშვილი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მთავარი სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი ნია ბჟალავა.
დასასრულს, საუბარი გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა იმუნიზაციის შესახებ კამპანიის პროცესში ჩართულობის მზადყოფნა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აუცილებლობა ამ ჭრილში.