სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა და გადარჩენის პერსპექტივები
30 აგვისტოს, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში ჩატარდა სვანეთის მუზეუმის ყოფილი დირექტორის, სვანეთის საგანძურის მცველის - ციალა ჩართოლანის 90 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა და გადარჩენის პერსპექტივები“.
კონფერენცია გახსნეს და მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: პროფესორები ზვიად კვიციანი, ქეთევან მარგიანი, როზეტა გუჯეჯიანი.. მერის მოადგილე ნელი ნავერიანი, მერის მრჩეველი კულტურის საკითხებში-ლევან კიკვიძე, უამრავი თაობის აღმზრდელი და ყველასთვის ძვირფასი პედაგოგი- ციური გაბლიანი.
მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტ ილარიონის მისასალმებელი სიტყვით დამსწრე საზოგადოებას მიმართა დეკანოზმა ბასილმა (ფილფანი).
კონფერენციაზე წაკითხულ იქნა ძალზედ საინტერსსო მოხსენებები. სხდომის მოდერატორები იყვნენ: ზვიად კვიციანი, ქეთევან მარგიანი, ნინო სამსონია, ჭაბუკა მეტონიძე.