მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოები - ფუნქციები, როლი, საქმიანობა
1 აგვისტოს, მესტიის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში, ასოციაცია "მერკურმა" გამართა ერთ დღიანი ტრენინგი თემაზე: მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოები - ფუნქციები, როლი, საქმიანობა.
ტრენინგის მიზანი გახლდათ მუნიციპალური გენდერული საბჭოების საქმიანობის გაუმჯობესების ხელშწყობა.
პროექტი დაფინანსებულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
ტრენინგს უძღვებოდა გამოცდილი ტრენერი, ქალბატონი რუსუდან პაჭკორია.
ტრენინგმა საკმაოდ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.
ასევე ტრენინგის ბოლოს გაიცა სერთიფიკატები.