დოკუმენტური ფილმი "დიდება დედოფალს"
2023 წლის 18 სექტემბერს, 17:00 საათზე, ავსტრიის საელჩოს ორგანიზებით სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში გაიმართება დოკუმენტური ფილმის “დიდება დედოფალს” ჩვენება.
ეს არის ფილმი ოთხი მოჭადრაკე ქალის, საბჭოთა ეპოქის ინტელექტუალური ძალაუფლებისა და ემანსიპაციის სახეების არაორდინალურ წარსულსა და აწმყოზე: ესენი არიან ქართული და მსოფლიო ჭადრაკის გმირები – ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია, მაია ჩიბურდანიძე და ნანა იოსელიანი.
ფილმის რეჟისორი: თათია სხირტლაძე-ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ვიზუალური არტისტი და მხატვარი
ფილმის თანარეჟისორი: ანა ხაზარაძე
პროდიუსერები: ანა ხაზარაძე, ნინო ჩიჩუა.
,,დიდება დედოფალს” საერთაშორისო კინოპროდუქციაა და მასში ქართული საპროდიუსერო კომპანიის 1991 Productions გარდა ავსტიული კომპანიები berg hammer film და Amour Fou Vienna, და სერბული კომპანია Playground Produkcija მონაწილეობს.
ფილმმა დაფინანსება მოიპოვა საქართველოს ეროვნულიკინოცენტრიდან, ავსტრიის კულტურის სამინისტროდან, ავსტრიული მაუწყებლისგან – ORF და სერბეთის კინო ცენტრიდან.
,,დიდება დედოფალმა” ასევე გაიმარჯვა Eurimage-ის წარმოების დაფინანსების კონკურსში. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ფილმის ქართულ მხარეს შეუერთდა HBO Europe ის დამფუძნებელი და ყოფილი დირექტორი – ლინდა ჯენსენი.
დასწრება თავისფალია!