ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის პროგრამა

2 მაისი, 2024

სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს „ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამას“, რომლის ფარგლებში, მეწარმე დევნილს და ეკომიგრანტს აქვს შესაძლებლობა მიიღოს ბიზნეს საქმიანობისთვის საჭირო ტექნიკა-დანადგარები არაუმეტეს 7 500 ლარის ფარგლებში.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია დევნილს და ეკომიგრანტს, რომელიც არის:

  • ინდივიდუალური მეწარმე (შეიძლება ჰქონდეს მცირე ბიზნესის სტატუსიც);
  • მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე;
  • შპს-ს ან სააქციო საზოგადოების ან კოოპერატივის ან სპს-ის ან კს-ის პარტნიორი (დევნილი ან/და ეკომიგრანტი, ინდივიდუალურად ან ჯამში ასეთი პარტნიორები უნდა ფლობდნენ არანაკლებ 51 პროცენტს წილს/აქციას);
  • ბიზნესი რეგისტრირებული აქვს ან პარტნიორად დევნილი/ეკომიგრანტი რეგისტრირებულია 2024 წლის 1 იანვრამდე, ბიზნესი არის მოქმედი და არ არის აღრიცხული მოვალეთა რეესტრში და არ აქვს საგადასახადო დავალიანება.

პროექტის შესახებ  დეტალურ ინფორმაციას და ბიზნეს გეგმის ინსტრუქციას შეგიძლიათ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე  ⇒ (იხ. ბმული).

ბიზნეს გეგმის წარმოდგენა შესაძლებელია: სააგენტოში და სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებში, შემდეგ მისამართებზე:

  • ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა;
  • ქ. გორი, სამების ქუჩა N1;
  • ქ. რუსთავი, ცურტაველის 5ა;
  • ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზ. N27;
  • ქ. ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ იძულებით გადაადგილებულ პირთა ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამების სამმართველოს ტელ. ნომერზე ⇒032 2 14 02 41; 032 2 14 02 43.

გააზიარე