სასკოლო კონკურსი “ყველაზე წიგნიერი"
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ ქვეყნის მასშტაბით სასკოლო კონკურსის “ყველაზე წიგნიერი" გამოცხადებისთანავე, მესტიის მუნიციპალიტეტის წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის სკოლა-გიმნაზიისა და მესტიის მ. ხერგიანის სახელობის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგმა თაკო საჯაიამ კონკურსში ჩართო გიმნაზიისა და მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები.
მოსამზადებელ პერიოდში, ხუთი თვის განმავლობაში, ბავშვებმა ცამეტი წიგნი დაამუშავეს და წინასაკონკურსო სამი ეტაპი წარმატებით გადალახეს, სამივეში უმაღლესი ქულები აიღეს და ფინალშიც ითამაშეს.
თაკო მასწავლებელი და ბავშვები დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ მუშაობას. მოსწავლეები დღე და ღამე კითხულობდნენ, აკონსპექტებდნენ ტექსტებს, იწერდნენ კითხვებს..
სწორედ ასეთმა მონდომებამ დადო შედეგი, რასაც გამარჯვება ჰქვია.
თავიდან კონკურსში 160-ზე მეტი სკოლა მონაწილეობდა, ფინალში შემორჩა 88 და აქედან 5 სვანეთიდან- გიმნაზიისა და მეორე საჯარო სკოლის გუნდები გახლდათ.
ქვეყნის მასშტაბით ამ 88 გუნდიდან სამმა სკოლამ დაიკავა საპრიზო ადგილი. პირველი და მეორე ადგილი კი გიმნაზიამ აიღო! მაქსიმალური ქულა 30 გახლდათ,
ჩვენმა გუნდებმა უმაღლესი შედეგი აჩვენეს:
1. გიმნაზიამ- 28,29,30,30
2. მეორე საჯარო სკოლამ-29.
ჟიურის გადაწყვეტილებით, სკოლა გიმნაზიის მოსწავლეები ქვეყნის ყველაზე წიგნიერები გახდნენ !
გამარჯვებულები ფულადი ვაუჩერებითა და სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდნენ.