ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

ხალდეობა 2024

21 აგვისტო, 2024

15 აგვისტოს, კალას ადმინისტრაციულ ერთეულში “ხალდეობის” დღესასწაული აღინიშნა.

ღონისძიება მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და “ხალდეს აღორძინების ფონდის” ინიციატივით უკვე მესამე წელია ტარდება.

ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ხალდელების შთამომავლები და ქართველი თუ უცხოელი ვიზიტორები ესწრებოდნენ.

"ხალდეობა 2024"  გახსნა მესტიის მუნიციპალიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლმა “რიჰომ”, ხალდეს აჯანყებისთვის მიძღვნილი სვანური ხალხური სიმღერით “გაულ გავხე”.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა მესტიის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველმა კულტურის საკითხებში, ლევან კიკვიძემ.

ღონისძიებაზე საკუთარი შემოქმედებით წარსდგა უბადლო პოეტი და სახალხო მთქმელი, სვანური სიტყვის დიდოსტატი, ქალბატონი გოგუცა ხერგიანი. აგრეთვე მხატვრული კითხვის ოსტატი ნარგიზა ხერგიანი, რომელმაც წაიკითხა ელა გურჩიანისა და ქეთევან ხარძიანის ლექსები ხალდეს აჯანყების თემატიკაზე.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ხალდეს აჯანყების ამსახველი ფოტო-გამოფენა, რომელმაც დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, ასევე წარმოდგენილი იყო სვანური სამზარეულო, რომლის დაგემოვნების საშუალება უფასოდ ჰქონდა ყველა ვიზიტორს.

ღონისძიება დასრულდა ანსამბლ “რიჰოს” მიერ შესრულებული ქართული მრავალჟამიერით.

გააზიარე