მოქალაქეების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ ლამინირებული პირადობის მოწმობებს უახლოეს მომავალში გასდით ვადა.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პირადობის მქონე მოქალაქეებმა დროულად მოახდინონ პირადობის მოწმობის გამოცვლა. განახლებული პირადობის მოწმობის აღების მიზნით, იუსტიციის სახლებს უნდა მიმართოთ.
ახალი პირადობის მოწმობის აღება არის უფასო.