27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა.
აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებზე დაშვებულ იქნა საქართველოს სახელმწიფო დროშები.