საკრებულოს სხდომა 30.10.2024
30 ოქტომბერს, 12:00 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩატარდება საკრებულოს სხდომა. განიხილება შემდეგი საკითხები:
1. მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ.
2. მესტიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის მე- III- კვარტლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
3. მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან (შენობის) ს/კ: 42.06.40.069-ზე არსებული 42.32 კვ.მ ფართის სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის" უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
4. მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფ/პ გიორგი ჯაფარიძისთვის აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე მესტიის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
5. მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფ/პ სოსო ჯაფარიძისთვის აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე მესტიის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
შეგახსენებთ, საკრებულოს სხდომებზე დასწრება თავისუფალია!
მისამართი: სეტის მოედანი N1 ადმინისტრაციული შენობის პირველი სართული, საკრებულოს სხდომათა დარბაზი.