„მულხურა ჰესის“ მშენებლობა-ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე დამატებითი განცხადება
გაცნობებთ, რომ 2024 წლის 19 ნოემბერს შპს „აი ჯი ენერჯიმ“ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა 40.2 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის „მულხურა ჰესის“ მშენებლობა-ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე დამატებითი განცხადება.
გზშ-ის ანგარიშის დამატებითი განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე - www.ei.gov.ge.
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის დამატებით განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).